Array ( [0] => Array ( [image_id] => 33 [image] => http://tracker.ge/wp-content/uploads/2016/10/slide-2.png [headline] => თრექერი [description] => ერთად ავამაღლოთ სერვისის ხარისხი ) [1] => Array ( [image_id] => 32 [image] => http://tracker.ge/wp-content/uploads/2016/10/slide-1.png [headline] => აამაღლე სერვისის ხარისხი [description] => და გამოიმუშავე თანხა იმაში, რასაც ისედაც აკეთებ ) [2] => Array ( [image_id] => 34 [image] => http://tracker.ge/wp-content/uploads/2016/10/slide-3.png [headline] => მიიღე მომსახურება [description] => და გამოიმუშავე თანხა ცხოვრების წესის შეუცვლელად ) )

დამფუძნებლები

  • შპს "საზოგადოებრივი აზრის კვლევის და მარკეტინგის ინსტიტუტი"
 
  • შპს "მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუს"

გამოცდილება

შპს თრექერი ახორციელებს მისტიურ კვლევებს. იგი აერთიანებს Checker-soft ის საერთაშორისო დონის მეთოდოლოგიებსა და ქართულ ბაზარზე ორი კვლევითი კომპანიის IPM და TNS ის მრავალწლიან გამოცდილებას მისტიური მომხმარებლის კვლევებში.

მისია

სოციალურად აქტიური მოქალაქეების ჩართვა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში

მისტიური მყიდველის სოციალური მისია.

მისტიური მყიდველი არის სოციალურად აქტიური ადამიანი, რომელიც ვერ იქნება გულგრილი მომსახურების დაბალი ხარისხის მიმართ. მას სურს შეცვალოს მომსახურების ხარისხი ისე, როგორსაც თვითონ ისურვებდა. მისტიურ მომხმარებელს თავისი ძალისხმევით რეალურად შეუძლია შეცვალოს ცხოვრების დონე უკეთესობისკენ და ამავდროულად გამოიმუშაოს თანხა.
რეგისტრაცია

ჩვენი სერვისი

მისტიური კვლევა

მისტიური მომხმარებლის კვლევა არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება კვლევითი კომპანიის მიერ იმისთვის, რომ გაიზომოს მომსახურების ხარისხი სხვადასხვა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში.

 

ონლაინ რეპორტინგი

თრექერის ონლაინ რეპორტინგის საშუალებით სერვისის მიმწოდებელი აფასებს, თუ რამდენად შეესაბამება პერსონალის ქცევა არსებულ სტანდარტებს და რამდენად შეესაბამება სტანდარტები მოთხოვნას

 

რა არის მისტიური მომხმარებლის კვლევა?

მომსახურების ხარისხი მომხმარებელთა კმაყოფილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ამდენად ყველა თავმოყვარე კომპანიას გააჩნია მომსახურების გაწევის სტანდარტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ თანამშრომლებმა მომხმარებელთა მომსახურებისას. ცხადია, ამ სტანდარტების შესრულებას სჭირდება მუდმივი შემოწმება. სწორედ ეს გახლავთ მისტიური მომხმარებლის კვლევის მთავარი ამოცანა. ჩვენ გაწეული მომსახურების სტანდარტებთან შესაბამისობას ვამოწმებთ.

რას ნიშნავს „მისტიური მომხმარებელი“?

„მისტიური მომხმარებელი“ არის წინასწარ სპეციალურად მომზადებული აუდიტორი, რომელიც ამა თუ იმ კომპანიაში მომსახურების სტანდარტებთან შესაბამისობას ამოწმებს ისე, რომ შემოწმების ობიექტმა არ იცის მისი რეალური ვინაობის შესახებ. ანუ აუდიტორი იღებს მომსახურებას, როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი. თუმცა პარალელურად ახორციელებს დაკვირვებას, რომლის შედეგებსაც მოგვიანებით ანკეტაში ასახავს.

რა არის მისტიური მომხმარებლის კვლევის მისია/დანიშნულება?

    თითოეული თქვენგანი ერთხელ მაინც დარჩენილა უკმაყოფილო მიღებული მომსახურებით და ამას, ალბათ, სხვა შედეგებიც გამოუღია - რომელ რესტორანშიც საკვები არ მოგეწონათ, იქ აღარ შესულხართ; რომელ ბანკშიც ტრანზაქცია შეცდომით განგიხორციელეს, იმ ბანკს თავს არიდებთ; თუ რომელიმე კონკრეტულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავი დაგაკლეს, მეორედ, ალბათ, იქ აღარ შეავსებთ ავზს და ა.შ.
 

    ა) კომპანიებს კონკურენტულ გარემოში უწევთ ოპერირება. ამდენად მომსახურების მაღალი ხარისხი, რომელსაც მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალ მაჩვენებელთან მივყავართ, მათთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამდენად, ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს უკეთესად ფუნქციონირებაში;
 

    ბ) მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ რა მომსახურების ხარისხს, ვემსახურებით ზოგადად მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას რიგი ინდუსტრიების მასშტაბით;
 

    იმედი გვაქვს, თქვენც ჩაერთვებით ამ მნიშვნელოვან საქმეში.
 

მისტიურ მყიდველი წარმოადგენს კვლევითი კომპანიის მიერ დაქირავებულ ადამიანს, რომელიც გაივლის შესაბამის მომზადებას, იმისათვის, რომ შეძლოს მომსახურების შეფასება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით. მისტიური მომხმარებლები ასრულებენ ჩვეულებრივი მყიდველების როლს, მათ წინასწარ აქვთ განსაზღვრული მოქმედების სცენარი, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ისეთ დეტალებს, როგორიცაა პროდუქტის შეძენა, კითხვების დასმა, უკმაყოფილების დაფიქსირება, კონფლიქტური სიტუაციის შექმნა და ა.შ. სცენარის დასრულებისა და დაკვირვების ობიექტის დატოვების შემდეგ მისტიური მომხმარებელი ავსებს კითხვარს, რომელშიც დეტალურად აფიქსირებს და აფასებს კვლევისათვის მნიშვნელოვან ყველა დეტალს.

455

მისტიური მყიდველები

78

დასრულებული პროექტები

18520

ინტერვიუები

37

კლიენტები

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით, ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ.

  • 27ა, პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი
  • Phone : (+995) 32 2 19-62-00
  • დაგვირეკეთ 11:00 დან 16:00 მდე
  • Email: Contact@tracker.ge
  • Skype: Info.Tracker
  • -->
  • -->