შპს თრექერი ახორციელებს მისტიურ კვლევებს. იგი აერთიანებს Checker-soft ის საერთაშორისო დონის მეთოდოლოგიებსა და ქართულ ბაზარზე კვლევითი კომპანიების IPM და TNS ის მრავალწლიან გამოცდილებას მისტიურ კვლევებში.
თრექერი მყიდველებს აძლევს საშუალებას მომსახურების მიღების შემდეგ შეაფასონ სერვისის ხარისხი და მიიღონ ანაზღაურება. მისტიური მყიდველი შეიძლება გახდეს ყველა, ონლაინ პორტალის საშუალებით.
თრექერის ონლაინ რეპორტინგის საშუალებით სერვისის მიმწოდებელი აფასებს, თუ რამდენად შეესაბამება პერსონალის ქცევა არსებულ სტანდარტებს და რამდენად შეესაბამება სტანდარტები მოთხოვნას
მისტიური მყიდველი წარმოადგენს კვლევითი კომპანიის მიერ დაქირავებულ ადამიანს, რომელიც გაივლის შესაბამის მომზადებას, იმისათვის, რომ შეძლოს მომსახურების შეფასება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით. მისტიური მომხმარებლები ასრულებენ ჩვეულებრივი მყიდველების როლს, მათ წინასწარ აქვთ განსაზღვრული მოქმედების სცენარი, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ისეთ დეტალებს, როგორიცაა პროდუქტის შეძენა, კითხვების დასმა, უკმაყოფილების დაფიქსირება, კონფლიქტური სიტუაციის შექმნა და ა.შ. სცენარის დასრულებისა და დაკვირვების ობიექტის დატოვების შემდეგ მისტიური მომხმარებელი ავსებს კითხვარს, რომელშიც დეტალურად აფიქსირებს და აფასებს კვლევისათვის მნიშვნელოვან ყველა დეტალს.
გაინტერესებთ როგორ ემსახურებიან თანამშრომლები კლიენტებს თქვენს კომპანიაში? რამდენად კეთილგანწყობილნი არიან და რამდენად სწრაფად და ეფექტურად აწოდებენ ინფორმაციას მომხმარებელს? რა არის თქვენი მომსახურების ჯაჭვში ყველაზე ძლიერი და სუსტი მხარეები და რა უნდა გამოსწორდეს პირველ რიგში?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია მისტიური კვლევის შედეგებს. მისტიური კვლევა უზრუნველყოფს პერსონალის მუდმივად ტონუსში ყოფნას. მისტიური კვლევა ხელს უწყობს ნაკლოვანებების გამოვლენას და ფოკუსირებულია მათ აღმოფხვრაზე. მისტიური კვლევით შესაძლებელია კონკურენტების ფონზე კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეების შესწავლა.
ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ